უფალო


შენ უკვდავებავ და შენ სამყაროვ
შენ დედაენავ და დედაბოძოვ
შენ თვით ღვთაებავ და საამაყოვ
ქრისტე უფალო და დიდებულო
თქვენ კალთასავარ გაკერებული
თქვენი ლოცვა ხომ გვიცავს თითეულს
თქვენი ლოცვით და თქვენი 
კურთხევით
თქვენვე გვიხატავ ღვთიურ 
სიყვარულს
მე თქვენ მიყვარხართ თქვენი დიდებით
მე თქვენ სიყვარულს გულით ვატარებ
მე თქვენ გენდობით მე თქვენ გჭირდებით
მე თქვენს სიწმინდეს მზის სხივს ვადარებ
როგორ მოვიქცე რომ გადავლახო
როგორ წარვმართო ჩვენი ცხოვრება
როგორ მოვიქცე რომ გარდავსახო
ჩემი ცხოვრება როგორც ცხონება
გემუდარებით არ მიმატოვოთ
გემუდარებით არ დამივიწყოთ
თუნდაც რომ ვიყო მისატოვარი
სულ ჩემთან იყავთ და არ დამტოვოთ
უფალო თქვენ ხომ თვით
სიკეთე ხართ
და სიყვარული დაუვიწყარი
უფალო თქვენ ხომ თვით ღვთაება 
ხართ
და უხილავი როგორც სიზმარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი