იცი, მე მაკლიხარ ..


იცი, მე მაკლიხარ
და ახლა ცხოვრება უშენოდ გრძელდება.
არ ვიცი რა მტკივა,
ვერ გადავიწყება,თუ არდაბრუნება
საათზე ის დროა
მოლოდინს უკლია იმედის წამები
ვერასდროს დამთმობდი მეგონა
და შენ კი უცრემლოდ გამიშვი.
იქნება შენც გსურდა
დუმილის სანაცვლოდ სიტყვები მერჩია.
ყოველთვის დაგიცდი,
რომ იქნებ მიმიხვდე
რა გითხრეს თვალებმა.
დაორთქლილ მინაზე მინაწერ სიყვარულს
თავიდან მოგიტან.
იმაზე რთულია ვცხოვრობდე უშენოდ
ვიდრე მე მეგონა.
მოხვალ თუ არ მოხვალ
გვირილას მივანდე 
და გული მიკვდება,
ის მაინც იცოდე,
მაშინ იმ დუმილით
მინდოდა მეყვირა
არჩიე დარჩენა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი