"კომპ-ლექსი"


არ მითქვამს "-პოეტი ვიქნები!" არასდროს,
არც მომიხვეჭია ქება და დიდება,
მომინდა აზრები ლექსებად გაგანდოთ,
რადგანაც სხვაგვარად თქმა გამიჭირდება.

ლექსს დავწერ თუ არა,იცვლება გუნება,
და ჰაერს ვისუნთქავ შობილი ახლიდან,
რაც რითმად გამოდის არასდროს ბრუნდება,
არც ცრემლად მოგორავს სევდისფერ თვალიდან,

არასდროს არ კმარა ფურცლების ფრიალი,
და არც ღირს კალამში მელანის დანდობა,
თუ როგორ მახარებს ფოთლების შრიალი,
სიტყვების ასხმა და ყველასთვის განდობა.

ვისაც სურს იკითხოს, წაიღოს,დახიოს...
მე ისევ ლექსებში ვქსოვ რაც მომინდება,
თუნდაც რომ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გამხვიონ,
მე ჩემი სიმართლის არ შემეშინდება!

02.03.2015

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი