შენი სუნთქვისფერი


სამყაროსფერი ხარ,
არა გყავს სადარი,
მე კი შენით მოცულს 
ამ გრძნობის საყდარი 
მათბობს...
ვლოცულობ შენზე და 
მონატრებისფრად მათოვს...
წამწამებზე..
მკვდარი კვირტები კი
ისევ იძინებენ,
ისევ ეშვებიან დაისის ფარდები,
ვატყობ...
მე კი ისევ გიწვევ ,
ჩემსკენ გიწვევ ისევ,
და უშენობისფერ უფსკრულში ვვარდები.
ისე გელოდები....
ალბათ...
სული ამომხდება ფიქრებს რომ მივენდო,
ვინმეს რომ გავენდო რამე შეიცვლება?
არა!!!
შენს თავს ვინ შემიცვლის?!
კმარა მონატრება კმარა!! 
ისეთი ტრფობისფერი მყავხარ...
ვ ი შ ლ ე ბ ი ! 
სხეულს აღარ ძალუძს გრძნობა დაიტიოს,
მე კი სიყვარული მიწვავს გულის ფიცარს,
ისევ მენატრები,
ისევ მტრედისფერი განთიადი დგება..
ვფიცავ...
ჰო და ისევ ისე მიყვარს,
მიყვარს ყველაფერი, შენში ყველაფერი და მთელს სიცოცხლეს ისე განაცვალებ,
ისე უანგაროდ...
შენი სუნთქვისფერი 
(ჰო, ზუსტად ისეთი)
თბილი ოცნებები მათოვს....

06.12.14

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი