რაც სულში დარჩა..
ვიცი ოდესმე დამსგავსებულს ჩემთვის ნასახლარს, იმ ადგილს ჩუმად,ცრემლიანი მივეხეტები. არ მეგულება მოგონება მისი აღარსად, იქ მზის სხივისგან აღმართული დგანან სვეტები. ვეღარ ვიპოვი თავშესაფარს იმ ხეთა ჩრდილში, დაჭრილ სულს თვითონ მივიხუტებ გაბზარულ მკერდზე, აღარაფერი გადარჩება დროთა ჭიდილში, და დარდსაც ფასი არ ექნება აღარაფერზე. უმიზნოდ ვდგავარ,წარსულ ფიქრებს,სურვილებს ვითვლი, გზაგასაყარს კი გრძნობის ძალა მთლად მიქაოსებს, სიმარტოვე და ნაცრისფერი მახურავს ნისლი, მკვდარი აზრების,ოცნებების სასაფლაოზე. არა მაქვს ძალა,არაფერი აღარ მწადია, დავნებდი უკვე,დამეკარგა ძველი სიმტკიცე. მერე რა,თუკი წლები ასე სწრაფად გადიან, არ მსურს დაკარგულ,გზააბნეულ აჩრდილად ვიქცე. ამ ნასახლარს კი მიატოვებს ყველა,ჩემს გარდა, მექნება სუფთა,უანგაროდ თეთრი ხელები, ვიცი რომ მაშინ დაეშვება ცხოვრების ფარდა, და მიწას გულში მეც სხვებივით ჩავეკერები. 17.04.15
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი