უსათაურო გრძნობები
ჰორიზონტს მიღმა არ მიყვარს მზერა, და არც მომავლის ვიკვლევ ბილიკებს, ახლაც,ამ წუთშიც იმ ზღვასთან ვდგევარ, რომლის წიაღშიც გამოვირიყე. თავს ვეღარ ვაღწევ,სული მიშრება, (სხვას არაფერს ჰგავს შენი წყურვილი,) არ შეიცვალო ჩემთვის იქნება, სათქმელს ამბობდეს ისევ, დუმილი.. ვიცი ყველაფრის ბოლოა ერთი, წრფელი გრძნობები თუმცა,ვერ ცვდება, არ დავღონდები მოწმეა ღმერთი, თუ უშენობა გარდამეცვლება... 17.08.15
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი