სიო ქარგავდა უხილავ ნოტებს ..
სიო ქარგავდა უხილავ ნოტებს, (ის დღე არაფრით არ ჰგავდა განვლილს) წარსულ აჩრდილის პირქუშ ნაფოტებს, აყრიდა ფიქრებს ,სევდისგან დაღლილს. დუმილი იყო ყველაფრის მთქმელი, გარემოება ძალზედ უბრალო, საწუთროს მძიმე ხვედრისგან მრთელი... ჩურჩულით თქმული: "რისთვის უფალო?!" ის დღე განვლილებს არაფრით ჰგავდა, მაშინ ჰაერიც გულივით ძგერდა, საჭირო იყო "ნახვამდის" თქმა და... თუმცა რატომღაც "მშვიდობით" ჟღერდა... 16.07.15
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი