გელოდებოდი..


გელოდებოდი, შენ კი ისევ დაიგვიანე,
ამ ერთგულებით ძილსაც ახლოს არ ვიკარებდი.
არ ჩანდი არსად,მე ფიქრებით შენსკენ ვიარე,
არ შემოაღე რადგან სახლის ჩუმად კარები.

გეძახდი,გთხოვდი, უკვე ისე გადავიღალე,
(მარტოობისგან აღარ ვიცავ წარსულ სურვილებს)
ყალბი ღიმილი ოსტატურად გადავიფარე,
და მონატრების არ დავუთმე გული წყურვილებს.

გელოდებოდი, შენ გუშინაც დაიგვიანე,
თვის ამ რიცხვივით მეც ვიყავი ზედმეტად კენტი,
საბედისწერო გულისთქმები გაგიზიარე,
იყო ყოველგვარ მოლოდინზე ყველაფრით მეტი!

22.06.15

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი