ახლა ჩემს სახლში რომ..


ვნატრობ,იმ ადგილას ნეტავ გამაქცია,
დამავიწყდებოდა თითქმის ყველაფერი,
სახლის ფანჯარასთან ძველი აკაცია,
თეთრ- მწვანით მოსილი ჩემთვის ყველა ფერი.

მიყვარს მოჟღურტულე ჩიტთა პაემანი,
ფიჭვის ტოტის მკერდზე მზე რომ აფენია,
სადღაც მიქრებოდა ხოლმე კაეშანი,
ყველგან რომ სახელი ჩემი აწერია.

მონატრება ახლავს ბავშვურ შთაგონების,
ჩემი სახლის ზღურბლთან დასმულ ნაფეხურებს,
სადაც მიპოვნია სიმშვიდე გონების,
სადაც ტყეს დავარცხნილს ახლაც ქარი ურევს.

სიზმრებს მარტოობით როცა მივეკედლე,
მაშინ გამომიჩნდა გულით საფიცარი,
სიყვარულით სავსე ჩემი სულის კედლებს,
ვეღარ აკავებდა ეს გულის ფიცარი.

მარტო აღარასდროს არ მივალ იმ სახლში,
ნელ-ნელა სრულდება თუ რა მიწერია,
აღარ გავერევი მარტოსული ხალხში,
ვეღარ დამამძიმებს ძველი ისტერია.

ტყეში გავირბენდი იქ რომ გამაქცია,
დამავიწყდებოდა თითქმის ყველაფერი,
სახლის ფანჯარასთან ძველი აკაცია,
თეთრ-მწვანით მოსილი,ჩემთვის ყველა ფერი.

08.09.14

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი