ზღაპარი უძინართა


ზამთარში, ციოდა და ქარი ქროდა რკინის.
ემჩნეოდა გზას ნაბიჯი, ნაბიჯს გზა, 
შესტყობოდათ მთების კალთებს ნისლი,
ფერგაცლილი, როგორც ძველი სიზმარი,
კანგათლილი, როგორც მწიფე კომში.
ეჟვნებშებმულ ყვავებს ფრთებით მოჰქონდათ
თეთრზე კიდევ უთეთრესი თოვლი.
ბზებზე იყო დაფენილი ყინვა.
ტბაზე იწვა თოკს მიბმული ნავი.
ვიღაც იყო ქუჩაში და იდგა
ქუჩის ბოლოს, ბოლო მომცრო სახლი.
არაფერი ისეთი და წმინდა,
ყველაფერი ასეთი და ჭუჭყი.
ხის ფოთლები დაფენილი მწკრივად,
შუქნიშნები ცალ-ცალკე და ზურგით
შებრუნებულ კორპუსებზე ვყვები,
ჩამოქცეულ პირამიდებს ვაწყობ.
წვიმა წვიმს და კაცისტოლა ღმერთი, 
ორჯერ გამშრალ მიწას თოკზე აშრობს.
მე არ მინდა „გაშუადღდეს“ დილა,
ქარს გაჰყვება სასხვისთვისო შფოთი
და ხმით მაინც მომაგონდე იქნებ,
სანამ ხარ და ვიდრე თოვლი მოდის.
პოეზია ჰაერვით მინდა!
მწვანე ტალახს, გადახლეჩილ ხეებს,
ვუყურებ და ვუყურებ და იქ ვარ,
იქ ვარ სადაც არ მინდა და მზეებს
ვაძლებინებ, როგორც მშიერ მხეცებს.
არც სიბნელის ეშინიათ თუმცა.
ზურგგაგლეჯილ, ხელებდაფშხვნილ ზღვებზე
სიზმარს ვწერ და ვნახულობ და სულ სხვა
დასაწყისი უნდა ჰქონდეთ იმათ..
დასასრულებს.
ქარიშხალებს.
სიტყვებს.
მე არ ვიცი, ვინა ვარ და მინდა,
მეძინოს და არაფერი მჭირდეს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი