დავცარიელდი


დავცარიელდი ერთი გრძნობაც არ დამიტოვეს,
ჩემში გააქრეს ყველა გრძნობა და სიყვარული.
ხალხს შეუძლია ყველა გრძნობა გაგინადგურონ
და დაგიტოვონ მხოლოდ ერთი კვლავ სინანული.
 
მე ყველა გრძნობა გამიქრეს და დავცარიელდი,
არ დამიტოვეს ერთი გრძნობაც არ დამიტოვეს.
რაც კი გამაჩნდა ყველაფერი გამინადგურეს
გარდა ერთისა, მხოლოდ სევდა არ მიმატოვებს.

სევდაში არის ერთგულება სულ ჩემთანაა
ვერ მოვიპოვე ერთგულება მე სხვა გრძნობაში
ადამიანმა ყველა გრძნობა გაანადგურა
სევდას კი მერე წლების მერე მხოლოდ დრო წაშლის.

სევდასთან ერთად წაიშლება ჩემი ცხოვრებაც,
მაგრამ ამ ქვეყნად რას დავტოვებ მე ეს მაწუხებს.
რისთვის მოვედით ანდა მალე რატომ მივდივართ?
რატომ ვივიწყებთ რომ ცხოვრება წამი გვაჩუქეს?

ჩვენ გვავიწყდება სტუმრები ვართ დედამიწაზე,
თითქოს არასდროს დასრულდება ჩვენი ცხოვრება.
ვიცი  რთულია რომ იცხოვრო ამ სამყაროში,
მაგრამ დასასრულს მაინც ვფიქრობთ კარგი მოხდება.

მე მიხარია დასასრული რომ აქვს ცხოვრებას
და უსასრულოდ არ გრძელდება აქ ყოფნა ჩვენი.
ბევრი კითხვა მაქვს უპასუხოდ დატოვებული 
და მის პასუხებს მე ცხოვრების ბოლომდე ველი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი