სახუმარო


არც მეტი და არც ნაკლები,
ციხე მქონდა ასაკლები,

არც–საკლები,არც –მაკლები,
ჯამი იყო გასაგები...


ბედზე ვიტყვი:–სჭირს ავი ზნე–
გოგო– ბიჭი ჰყავს სამიზნე,

გეტყვის:–თუ ხარ მოისარი?!
ბიჭსა სწკეპო,შნო ის არი,

ჩემთვის რეკდა გლოვის ზარი,
ვერ გამოვდექ ოპიზარი,

ბიჭი მსურდა გოგოს ვხიე,
 ათიანს ვერ დავამთხვიე,

ყური წევით ამახიეს,
სასიძოც კი მანახიეს,

ეჰ, გაცუდდა ხმალ–კარპაჭი,
აწი რა მაქვს გასაპრანჭი,

კაცი ვარ და მეწვის ქეჩო,
ერთი რამ მაქვს სანუგეშო:–

პაპაჩემის ჯიშისა ვარ,
ბარე თერთმეტამდე ავალ,

სანამ ბიჭი არ იქნება,
სურვილი არ ჩამიქრება,

ვერას გარგებს გარინდება!
ცოლო, გმართებს გარიდება.




იგორი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი