ნუ მიეცემი...
ნუ, მიეცემი კაეშანს იგორ, რა გინდა მოხდეს,ფეხქვეშ გაგიგონ, ან თავდაყირა ჭაში ჩაგკიდონ, ანუ, ასე ვთქვათ–წესი აგიგონ, ნუ, მიეცემი კაეშანს იგორ, ჭეშმარიტება თქვი და ადიდე, ქრისტესმიერი გზები ათითე, შენი გუდურა ბეჭზე გადიდე, თუ მდინარე ხარ უნდა ადიდდე, ჭეშმარიტება თქვი და ადიდე, დაე, ადარონ ქლიავი ჭერამს, შენ,შენი აზრის ხომ გჯერა,გჯერა, უგნურთ ხილვები–დადგება ერა,– ვერას დაგაკლებს ვერა და ვერა, დაე,ადარონ ქლიავი ჭერამს, ვისაც რა უნდა–ის იბრახუნოს, ჭეშმარიტების წიგნი დახუროს, იყავი,ეშმაკს არ ემსახურო, შენი აზრების–ჯორდანო ბრუნო, ვისაც რა უნდა ,ის იბრახუნოს. იგორი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი