მიხეილ აბუთიძეს(მიშუკას)
შევათამაშე ჰოროლი (მუზას ვგულისხმობ შუბში) ვით თაიგული ორ–ორი, სიტყვა გესროლო შუბლში, ვინც სადმე მიხეილია, ყველას ვეძახით–მიშას, თუ კაცით მიხეირნია, შენ ერთს დაგადებ ნიშანს, კუნთმაგარო და ძლიერო, გულით ბალღივით ჩვილო, ქართველი კაცის იერო, კაი დედ–მამის შვილო, აბუთიძე ხარ, ღვიძლი ხარ, ბიძაშვილი ხარ,ჩვენი, ქარტეხილებში გვიძღვიხარ, გაჭივრებაში გვშველი, ვეჟო, ვაჟკაცად მიცნიხარ, შენთვის დავწერდი ცხრა ტომს, მე კარგად ვიცი–ვინც კი ხარ, ეგ–სხვამ იკითხოს რატომ. იგორი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი