ჟიული შარტავას ხსოვნას
ქალაქი დაეცა, წუთები დათვლილია... გაიქცა ყველა,ის ერთი არ წავა! ცოტნეა,გმირია, სვეტი აწვდილია ჟიული შარტავა! მრავალი საუკუნე ალგეთში გაივლის, ხსოვნა დიადი ლეკვებში გადავა, დარჩება სიცოცხლე უკვდავი ყვავილის- ჟიული შარტავა! სულო მაპატიე, საფერი ვერ გკადრე, მერედა ვინა თქვა: "მეორე შოთა ვარ" მოკვდება ქართველი სახელზე მეტადრე- ჟიული შარტავა! იგორი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი