ანას


ჩემო მერცხალა გოგონავ,
ჩემო ლაჟვარდში ფრენავ,
ბულბულის ჰანგი მეგონა–
შენი ტიკტიკა ენა,
შენ ჩემო თვალებბრდღვიალა,
ჩემო წვავ,ჩემო ლხენავ,
ღამე გძინავს და დღე არა,
გტუქსავენ ცეროდენავ,
მამიკოს –თვალისსეირო,
მამიკოს– თვალის ჩინო,
ზღაპრებში გავისეირნოთ,
ჯერ არა დაიძინო,
ბებოს მივწეროთ ბარათი–
გაგდის ჩვილობის ხანა,
ამდენი– ნანინანათი
წამოგვეზარდა   ანა.



იგორი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი