წინასწარი ეპითაპია


ციცქინა--გვერდი,
ჩემი დაკრძალვის პროცესია,
დები ტირიან,ცოლი მოსთქვამს,შვილი მეძახის,
ვით ალავერდი,
ცაცხვის ძირში დგას ეკლესია--
ცაცხვზე მეტი ხნის,
მოკრძალებული მესაფლავე:---აბა გავედით,
საფლავში ჩადის ჩემი კუბო თოკში კავებით,
შეიძლებოდა უფრო მეტი თავვშეკავებით
მაგრამ ჩავედი.
თავზე მეყრება--ქვა და ღორღი,მიწა აყალო,
არ იხედები, ნუთუ სად ხარ, ღმერთო მაღალო!
მშვიდობით,ცაო,მოციმციმე ვარსკვლავთ სამყარო,
მწვანე ბაღნარო,
საფლავის თავზე ...ერთი ორი წყვლი მიხაკი,
მაგრად ჩამრაზეს უკვე არვინ აღარ მეძახის.
თუ ჩემს შესახებ დღეს ქილიკით ბუზღუნებს ხალხი--
ვერრა დატოვა,ვერც სიმდიდრე ,ვერცა ქონება,
გარდა იმისა--ორიოდე სტრიქონი თალხი,
რომლის იქითაც არ იძვროდა მისი გონება,
....ნაძრახ სიცოცხლეს მე სიკვდილი მერჩია, ბედად,
სახელოვნება რომ მიჰქვიან შოთას ენაზე,
უცხო თვალებში მოციმციმე ალალ ცრემლს ხედავთ?!
ამ ცრემლებისთვის ვარსებობდი ამ ქვეყანაზე.




იგორი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი