სახუმარო


თუ არ ვცდები, დღეს
კალენდარში შაბათია,
ვერ ვაჯობე მტერს--
ეს ცხოვრება- მაგათია..
ეს  არის  და  ეს...
თავის მოკვლა ნაფიქრია,
გარეთ თოვლი დევს,
წუხანდელი ნაფიფქია,
თოფში ვაზნას ვდებ,
შიგ საჟაკნე- საფანტია,
თუმცა ვფიქრობ დღეს,
ეს -სამშობლოს ღალატია
თოფს დავუშვებ ძირს,
როგორც კაი მონადირე,
არა დღეს არ ღირს,
მტრების დედაც ავატირე,
კი გავუძლებ ჭირს-
ლექს მივუძღვნი ქირაშია,
თავის მოკვლა მჭირს
უშაბათო კვირაშია.



იგორი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი