ესეც რაჭა...
ესეც რაჭა -ნაქერალას იქით, დაბინდული -შარაულას ბზით, ხტის კალმახი მეწამული -წინწკლით, "კამიშებში" იხვნისკარტა ზის. აქეთ, ია-იქეთ,იის- კონა, აქ, წყაროა მოჩუხჩუხე მთის, ოქროს მძივი ვარდებს ჩაეკონა, ხიდან-ხეზე ჩიტბატონა ხტის, მობიბინე მწყობრი რიგი ხეთა, მოგონებებს რიბი-რაბოდ შლის: საბულთვეში- ულაყების ხედვნა, ჯაგნარებში ნავარდობა შვლის. ღრუბელს ელვა დასცემია ლახვრად.. ჩიტი გალობს, აქა-იქა წვიმს . რა კარგია საქართველოს ნახვა, საქართველო--ვაზისა და მზის. იგორი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი