ქალაქიდან რაჭისკენ...
ესეც რაჭა -ნაქერალას იქით, დაბინდული -შარაულას ბზით, ხტის კალმახი მეწამული -წინწკლით, "კამიშებში" იხვნისკარტა ზის. აქეთ- ია,იქეთ-იის კონა, აქ, წყაროა მოჩუხჩუხე მთის, ოქროს მძივი ვარდებს ჩაეკონა, ხიდან-ხეზე ჩიტბატონა ხტის, მეგებება მწყობრი რიგი ხეთა, მოგონებებს რიბი-რაბოდ შლის- საბულთვეში ულაყების ხედვნა, ჯაგნარებში ნავარდობა შვლის. ღრუბელს ელვა დასცემია ლახვრად.. ჩიტი გალობს, აქა-იქა წვიმს . რა კარგია საქართველოს ნახვა, საქართველო-ვაზისა და მზის. იგორი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი