ასეა...
იქსის დევილმა დამღალა, იგრეკს დავეძებ ახლაც, დავბორიალობ ამხელა კაცი აღმა და დაღმა, იქსს ბიკვადრატში წავასწარ, იგრეკს დავუგე მახე, უცნობთა ორომტრიალში, ინტეგრალებში ვნახე, ასეა ჩვენი ცხოვრებაც- დევილია და- ძებნა. თავზე დოლაბის ტრიალი, ქარ-ტეხილებთან შებმა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი