გაზაფხული
მიხარია გამოჩენა, გაზაფხულის მნათის, ისე როგორც ბალღობაში _ ბებოს ამანათის. არა ერთი,არა ორი, არა ცხრა და ათი ნედლ მიწაზე ცხრათვალა მზის დაჩნდა მარიფათი. ყველაფერი ახალია, შეგრძნებაა ახლის, ეს მაისი ათასფერად სურნელებას გვახლის. თითქოს _ იავ,ჩიტუნიავ, შარშან სულ არ ჩანდით, გაზაფხული შემოსულა, ყვავილების ჩანთით. ტყეში დაჰქრის თბილი სიო, მოშრიალე დავთრით, ყველაფერი! ყველაფერი! გაზაფხულის ხათრით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი