ოპტიმისტური( იუმორესკა)
არ აშენდა, არ იქნა და არ იქნა, ოცნებები თვალ–ხელ შუა გამიქრა, მივაწყდები, ხან აქა და ხან იქა, არიქა! არაუშავს სულ თავიდან დავიწყებ, ცხრა კამეჩის სიძლიერით გავიწევ, ცხრათვალა მზე ძველ სინანულს მავიწყებს, მტერი არ და უმტერობას მოვიწყენ. სანამ– ხორცი მარილზე არ გავიდა, ჩამავალი მზე, სანამ არ ჩავიდა, აგურს დავდებ, ავაშენებ თავიდან, "წვეთს არ დავთმობ წუთისოფლის ჯამიდან"
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი