სამადლობელი (მურმან ლებანიძეს)
მწერალთა სახლთან შემეფეთე–ჩემთვის უცნობი, სიმართლე გითხრა: შენი ჩანგის–არც თუ უგრძნობი, გამომეცანი ტოლბიჭურად ხელი მომხვიე. (მე ნერვიულად სიგარეტის კოლოფს მოვხიე): ცით ელვას გავდა შენი ლექსი ახალ პრესაში, იქ მეტაფორა მომეწონა ბოლო ფრაზაში. აღტაცებისგან შევტორტმანდი სახლის კიბეზე, თითქოს მედალი დაგებნიოს– გულის ჯიბეზე. ეს ისე,უცებ გამახსენდა ღამის პირველზე, მადლობელი ვარ ლექსის ბებერ მონადირეზე.!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი