სახუმარო
შიში,შიში,ვაი შიში! მეც სიკვდილის შიში მაქვს, შიშქვეშ ვცხოვრობ, ვაი– ვიშით, სული კბილით მიჭირავს, შიშით ვლიდი, სადაც ვლიდი,– ღვთისგან მერგო ჯილდოში, ვისაც ნებავს გავუცვლიდი, ორკვირიან სურდოში, გული დამიპატარავა, თვითონ მაინც გულში დევს, თან დამჩხავა შენთანა ვარ, იგორ,იგორ მუშნის ძევ, ეჰ,სიკვდილის მეშინია– წყნეთში ვარ თუ რუფოთში, ასეთ ყოფას მირჩევნია– თავი ვსდურთო კუბოში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი