სუბარუ ფორესტერთა საგალობელი(სახუმარო)


თოვლის აბუჩად– ამგდები
სულ პირველობის მდომი
"ფორესტერი" გაქვს სახელად
სუბარუების– ტომის,
ზამთარში რუხი მგელი ხარ,
ზაფხულში ტრასის– ლომი,
ოფროუდებზე გველიან
გამოგვიცხადეს ომი,
ზოგს "პერევალზე"წავასწარ
ზოგსაც "პერევალს" იქით,
რამდენს დავუბით ვინ მოთვლის
მერამდენეა რიგით,
ბოზი ქალივით დავათრევთ 
"ჯიპებს" აქეთ და იქით,
მაყარიჩებიც დავლიეთ
წვრილი კოპწია ჭიქით,
შენი "პრივოდის" ჭირიმე
"სიმეტრიკალო" ხიდის,
სიმწრით ნაყიდო "ფორიკავ"
გამოფხეკილი ჯიბით,
სადაც ვეღარ ჭრის "რაზატკა"
ძვირადღირებულ "ჯიპის"
ჩვენ იქ"დრაივით" დავქრივართ,
ოღონდ მიუშვი –მიდის,
ბედაურივით ფიცხი ხარ,
სულ გასაფრენად იწევ,
მე მაპატიე თუ შენთვის
ხშირად მუხრჭი მიწევს,
უკადრებელიც გვაკადრეს
ბევრჯერ დაგვიგეს მახე
ნიძლავთა ორომტრიალში
გამარჯვებული გვნახეს,
აბა რა გითხრა ძმობილო,
ტრასაზეც ხშირად გახლდი,
არ შერცხვენილხარ რბოლაში
ბარეორ "ბრენდებს" ჩახდი,
ორი წელია დაჰქრიხარ
გრიგალივით ხარ ცეტი,
არ შემიცვლია მე შენთვის
ერთი "სტერჟინის" მეტი,
გამოცდილ მძღოლთა "სხოტკაზე"
(რაც ამ ზამთარში ჰქენი)
თავზე დაგადგეს ტიტულად–
გიწოდეს რუხი მგელი,
..................................
P.S.
სადაც თოვლი და ბუქია
ჩქამიც არ ისმის რამის,
სუბარუები დაჰქრიან
დაე, იქროლონ ამინ !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი