სინდისს მივაგე თავისი...
სინდისს მივაგე თავისი, ხან ეს შევწირე, ხან ისა, არ დამკლებია ხალისი სიმკვეთრე ნაპერწკალისა, დავძლიე გაუვალობა უმთვარიანო ღამისა, ჩემთვის დავიწყე გალობა შემყურე დრო და ჟამისა, რაა რომ არ დამელიოს შხამმა დამახრჩოს ლამისა, თუმცა არ გავდა გენიოსს, კვალი ვიცანი მამისა, ასე–თუ,ვარდი დამიჭკნეს ვანი ვეძიო სულისა, მაინც მოსძებნის თავის ჩქერს სისხარტე ორაგულისა, მანამდე ვივლი ამ გზებით, ზიზღი მექნება ჩინების, მტრისთვის ვიქნები აღგზნებით, ღამე არ დამეძინების, სანამდე ოხერტიალი სიკვდილის მოვა აფთარი, ჩაქრება ჩემი ტრფიალი დაიხურება დავთარი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი