რა ვუყოთ რომ ...
რა ვუყოთ,რომ ჩვენს გამჩენზე შევიგინო, გავამჟღავნო დაფარული ხვაშიადი, მაინც მიყვარს ძველებური ქვევრის ღვინო, მაინც მიყვარს ქართველური ხასიათი. ვის უნახავს სხვას ბჟღვრიალა ვარსკვლავედი, ვის ჰყოლია ქვეყანაზე სხვას დავითი?! ნიკოფსიით დარუბანდში გადავედით, ხელში გვეპყრა ორ–ზღვას–შუა სადავეთი, არ იქნება –ერთხელ მაინც არ ვიყვირო, საქართველოს დალეწილი ხუნდებიდან: "მზე ამოდის რუსთაველის სანაპიროს ძველებური ქართველები ბრუნდებიან."
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი