ავთო აბუთიძეს(თადულიკას)


ყველგან მივლია:
ქალაქს,სოფელს,მიუვალ მთაში,
დავღონებულვარ, 
მიშენია ხელები თავში,–
კაცი ვბერდები,გადავედი მეექვსე –ათში,
ვერ ავარჩიე,ღმერთო ჩემო,ათასში–ათი,
ადამიანი:–
ხელთ ეჭიროს სინდისის თასი,
გველაძუებში გაერჩიოს ალალის ფასი.


ფარდა ეშვება,იხურება კონცერტი ტაშით,
სეანსიდან ვარ გამოსული მეტყობა ხმაში,
თითო ოროლა შევარჩიე თავთავი მკაში,
უკვე რომ მკითხონ:"ეხლა მაინც თუ ნახე კაცი"
შენთან მოვიყვან–"ა,ბატონო,ეს არის კაცი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი