სატრფიალო
სისხლ ამიდუღებს ძარღვებში ტანი კოპწია შვლის, შენი შეხედვა თვალებში ჩემთვის ძნელია ჭირს, ვხედავ სიზმარშიც ვუყურებ მაგ თმებს–ფუმფულას შლილს, ცის ნამს ზამბახებს ვაპკურებ, თვალიდან ცრემლი მდის, შენ გამინათე სიბნელე, მაცნე სიკეთე დღის, მაგ გაღიმება, ჭირიმე ჩემთვის სიცოცხლედ ღირს, გაბრწყინებული თვალები განათებაა მზის, კაცი უმწეო ფრინველად, ვერხვის ფოთოლზე ზის, არ აუქშიო ჭირიმე, ჩამოვარდება ძირს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი