ჯარის მეგობარს–ჯემალ ჯიბღაშვილს!
სიჭაბუკეს გაგახსენებ ჯემალ! ციმბირული დღე მისდევდა დღე მალს, სიზმარს ჰგავდა ჩვენი ჯარში ყოფნა, აგერ ათმა დაგვიძახა"ჰოპა" გაგახსენებ–ქერათმიან სვეტას, მასთან ლხინს და მასთან გულის წყვეტას, ეჰ,ვინ მოთვლის იმ ბედნიერ წუთებს,– ერთად ვხსნიდით ამანათის ყუთებს, ვახარებდით ძმაო,ჩვენ–ჩვენ ჭიას, ვაჩვენებდით ჩუქჩებს–რია–რიას, მოდიოდა ხშირად ორზე ათი, სიფათები გვილეწია მათი, ვამაყობდით არ გვეძახდნენ–დედლებს, გაგეხუმრო,ლაჩარსა და ცვედნებს, ასეც იყო–რეკდა გლოვის ზარი, ვა,რას იზამ,ჯარიც იყო,ჯარიც, სად წახვედი, ბიჭო სად ხარ ,სადა?! მეგობარი დაგვიწყნია რადა?! გელოდეbა ეს მარჯვენი შორი, მომაგებე ბანჯგვლიანი ტორი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი