მეფიცება და...


მეფიცება და მარჯვენას ვფიცავ!–
ღრმა ლექსი წარსულს არ ჩაბარდება,
არვინ მოელის იმის გაჩენას,
ნაბუშარივით დაიბადება,
გზადაგზა გხვდება –შუადღით,დილით,
დარშიც, ავდარშიც,რა ეავდრება,
ასეთი არის ლექსი ნამდვილი
რუსთველის ენას რომ ეკადრება.




იგორი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი