ანა კალანდაძეს!
ყველას არ ძალუძს გაიგოს, მაგ შენი ანი–ბანები, ფეხებში უნდა გაგეგოს, უგნური კანიბალები, შენი მახვილი– დამწველი, სვეტიცხოვლების ზარები, ვისთვის ფურია მეწველი, ვისთვის ქვა–გულში ბზარები, ზენა მქნელია ადამის– არ–ერთნაირი დარებით, როგორც არა ჰგავს არავისს შენი ბაჯაღლო ბწკარები, მევენახე ვარ დავადგენ– ვისი მწიფეა მტევნი, ვფიქრობ ნაკვალებს დავადგე– სად შენი მიჰქრის მწევარი. იგორი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი