მოდით მგოსნერბო...


მოდით მგოსნებო,
ვიბაასოთ,შეგირდი გეტყვით,
ჩუ,არ მიწყინოთ,
სულგრძელობა მიცნია თქვენით,
სულაც არ მინდა
ჩამოგრეცხოთ ამაგი სეტყვით,
პირიქით სიტყვა
და ამაყი შაირი გშვენით,
მაგრამ სად არის?!
ვინ კითხულობს–მკითხველზე ვჩივი,
სად არის კვალი,
იმ ნავალი ცისფერი სისხლის,
კი,კი ბატონო!
წაიკითხავს:თამარი,გივი...
ვისაც პატარა
გაუგია ოდენი მისხლის,
მაგრამ ლექსი ხომ,
მას სჭირდება ყველაზე მეტად,
ვინც ბნელშია და
სინათლეში არ უჩანს ქედი,
ვისაც სახრავი
გაუხდია ერთად–ერთ ღმერთად
და ანგარებით
უჩენია სამოთხის ხედი?
ვწერთ და ვკითხულობთ–
ჩვენ ჩვენსას და ან,კიდევ მისას...
ყრუს და უგულოს–
ეგ ლექსები ფეხსე ჰკიდია!
ცოტა არ იყოს
მეშინია ვეწიოთ მიზანს,
ლექსის სავალი
უთვალავი ბეწვის ხიდია!





იგორი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი