მე დავიღალე ...


მე დავიღალე ამდენი ფიქრით,
მე დავიღალე ამდენი ლოცვით,
თავდავიწყების მორევში მივქრი
(წინ ოჯალეში მიდგია ბოცით)
და იყო გრძნობა სიამის სწორი,
ვერსაით ვპოვე სხვა შეღავთი,
ხშირად რაოდენ სირთულეს სწონის
უბრალოება თავისთავადი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი