შეგონებანი
ყველა ფუსფუსებს,ჟრიამულია, შენ,შენს საკანთან ყრუ-მუნჯად ზიხარ! ცხოვრება მათი საამურია - ვინც გაიტანა თავ-თავის ნიხა, შენ რაღას უცდი,შენ,ჩემო კარგო?! თავს დაეკითხე,რა ხარ და ვინ ხარ, იქნება სოფელს რაიმე არგო, იქნება შენაც რაღაცად ღირხარ, თუ საკეთებელს ვერ ხედავ რამეს?! (რაც არ მომხდარა,რაც არ ყოფილა) შეხედე მთვარეს - ამ წყვდიად ღამეს სხივი თავისი როგორ მოჰფინა, ჩემი თხოვნაა - ნუ გეწყინება!- გაზაფხულია-თავი დახარო, ია - იების ამობრწყინება- ესეც საქმეა სოფელს ახარო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი