ლიხეთი
ერთი - პატარა კოხტა ჭალაკი, ერთი - პატარა ხელის დადება... ჩემი - ბავშვობის წმინდა ალაგი, ჩემი - ბავშვური გაზვიადება, აქ,სილაჟვარდე გხიბლავს იების- ლუხუნის ზვირთთა თეთრი მანტია, ცისკარი ცისკარს ისე მიებვის, თითქოს რუგანში ცეცხლი ანთია., აქ, ცაა, ცაა, სულ სხვანაირი, სულ სხვანაირი მოსჩანს ედემი, ცაზე ჩაივლის მთვარე დაირის, მთვარე ვარსკვლავთა გადამეტებით. სხივი რომ დაჰკრავს მეჭვრეთის თავზე და ტყე შრიალით აფუსფუსდება, მბრწყინავი დისკო ვერცხლისფერ თაღზე ჭინკასავით რომ წამოსკუპდება. ნიკორა ხარი ზვრებს რომ გადახნავს, ტყე ენძელებით გადაივსება, ერთი განახათ, ერთი განახათ, ჩემი ლიხეთის გამაისება, . სიკეთით სუნთქავს ტყე და ბალახი... აქ, ყველა კორდი-სავენახეა, ვისაც ლიხეთი არ გაქვთ ნანახი სხვა უკეთესი რა გინახიათ?! ერთი - პატარა კოხტა ჭალაკი, ერთი - პატარა ხელის დადება ჩემი - ბავშვობის წმინდა ალაგი, ჩემი- ბავშვური გაზვიადება. იგორ აბუთიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი