მომავალს
ყლორტი შევნიშნე ჯირკზე- ფურჩქნული სავენახედ, ყველაფერია რიგზე, სამამულეო ვნახე. ვეცადე საკმარისი, გამოვუხშირე ტევრი, ყლორტო იყავი ღირსი. არ გაახარო მტერი, მადლობელი ვარ შენი, უფლის წყალობავ ციდან, აწი სიკვდილსაც ვშვენი, წამოვალ როცა გინდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი