მსაყვედურობენ...


მსაყვედურობენ–
თუმც სტრიქონი–ბარაქიანი,
ლაღად  მჩქეფარე ვით არაგვი არაგვიანი,
მაგრამ აკლია
სიტყვაობა ენამზიანი,
მშვიდი და ტკბილი
თან მიმართვა თავაზიანი.
......................................
p.s

აზრს:მშვიდად ვწერო!
ვერასოდეს გავიზიარებ,
სანამ ცხოვრება –
თითს მიქნევს და მაღიზიანებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი