მიზეზის მონოლოგი


რაც მე გავჩნდი,რაც მე გავჩნდი ქვეყნად,
ჩემზე მეტი მომიზეზე შემხვდა,
ყოფილიყო ჭიდილი და შეხლა
მონდომება კისერს მომიგრეხდა,
ეხლა რა ვქნა ,მოწყალე ვარ ერთად–
(თასმით ვყავარ გამობმული ფეხთან)
ინტელიგენტს მუშათა და გლეხთა,
ვინ რბილოს და ვინ სპილოსა ჩეხდა,
ოცნებები გზაში გაუჩერდა,
თუმც მინდოდა სულ სხვაგვარად მეხნა,
ჩემს ვაგონში უცხო მგზავრი შეხტა
ჰოდა ატყდა შემოხლა და შეხლა,
საღ–სალამათს ჩემი სენი შეხვდა,
ქვეყნად დადის სურნელება ნეხვთა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი