ცოცხლებისათვის


ცუდია როცა სეტყვა ირიბი
ნახნავ–ნათესებს გაგინადგურებს,
სულში მტირალა ჩნდება ტირიფი
და მარტოობა დაისადგურებს, 
თუმცა ,სიცოცხლის ბოძებისათვის 
წუხდება რაკი მამა მთავარი,
დაიმახსოვრე, ცოცხლებისათვის
ქვესკნელშიც  არის  გამოსავალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
.....8 წლის წინ

აუუ რა მაგარიაა..ჯერ სათაურით დამაინტერესა ლექსი და მერე თვითონ ლექსიც მომეწონააა

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი