ვიქტორ გოცირიძის ხსოვნას),
თუ მოგონებამ მუნჯმა,
არდავიწყების კონცხთან...
აქ ჩემმა კალამ-ფუნჯმა
ფურცელს კოცნა და კოცნა.
            1
იყო პატარა ბიჭი,
ბიჭი ოცნებებს მალავს,
ოცნებებს დასდევს ნიჭი,
(მზე დიდებულთა კარავს)
თითქოს ოცნებებს იგი
გამვლელ-გამომვლელს პარავს,
და ხოტეურას იქით,
ია-იებში ჩქმალავს,
დრომაც დაატყო სიბრძნე
(დრომ უარესიც იცის)
მოსკოვს ჩავიდა იცნეს,
გვარზე გადახტა კვიცი,
ვიქტორის დამღა აზის:
მოსკოვს,ლენინგრადს,კიევს,
მაგრამ რა უთხრას ფაზისს,
რა უთხრას ია-იებს!
ჟრუანტელივით ივლის
სევდა სამშობლოს განცდის,
შემოაბიჯებს თბილისს,
ყრმა -მშენებელთა კასტის,
არის პირველი ხნული,
არის პირველი განცდა
და ნეტარება სრული-
შუქი გვირაბებს გასცდა,
ის პირველია რიგით
ვინც დაფნის რტოებს შესწვდა,
და საუკუნის იქით
ცერზე მიმინო შესვა,
             2
გზაზე დაშალა ბინდი
(ჩვენც მგზავრები ვართ რომლის)
მატარებელი მიდის-
მატარებელი ხსოვნის,
თვალით გაფრენილ ორბებს,
ქშენით ვეშაპეპს მოჰგავს
ყურს თუ დაუგდებ ბორბლებს-
ვიქტორის სული ბორგავს,
სადგურს არ უჩანს ბოლო,
სადგური -ფერად შვინდის,
მატარებელი მხოლოდ
გოცირიძემდე მიდის.
P.S.
გული-წრფელი და ცხელი
ამოვარდნაზე მქონდა,
ჭიქას შევახე ხელი-
ვიქტორის სული ცხონდა!
    შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი