დაგვიანება
აი,მივედი,თითქოს მივედი, ცოტაღა დამრჩა და ვარ მისული, არის ოცნება,არის იმედი, ბევრჯერ ნაფიქრი და გამიზნული, რაღაც რვაფეხა სულში დაბობღავს, ირგვლივ ყოველი ნაგვიანდება, ყველგან რატომღაც,ყველგან რატომღაც, თითო ნაბიჯით მაგვიანდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი