იუმორესკა


ბაბუამ ფილთა გადიღო,
ცაში ავარდა ჟაკანი,
"კალაშნიკოვა" სად იყო,
კრუხივით ეწყო კაკანი,
იმ დღეს ბერიკაცს არ ეხნა,
შვიდი დაცალა ტაგანი,
მეხმა ნიგოზი დამეხა,
მისგან გათალა აკვანი,
იმედის ძაფით შეკონა,
ვაზი სულ ახალთ-ახალი,
თურმე ცხონებულს ეგონა-
გავჩნდი ერეკლეთთაგანი,
ფიქრი არ გამართლებულა,
კვალი ვერ სტოვა ჟაკანმა,
ვერც სხვენზე გაკიდებულმა
ღინჭილიანმა აკვანმა,
ძალი არ შემწევს ვიცი ვით
შესწევდა ცოტნე დადიანს
და მაინც ურჩი კვიცივით
ჩემს გვარზე ხტომა მწადია,
ზვარშიც ჩავმდგარვარ სახნავად,
ცაშიც მისვრია ჟაკანი,
მეც ერთი ვინმე გახლავარ,
სისხლი წინაპართთაგანის,
მხოლოდ ამ ერთის სხვაობით-
ჭიქით შევცვალე ტაგანი,
უღვინოდ რიდის ვზვაობდით,
მოდგმა ერეკლეთთაგანის,
დედა კადრულობს ღიმილებს,
აფსუსო შვიდი ტაგანი,
თუმცა იმედის ჭირიმე,
ახლაც მიფრინავს ჟაკანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი