პარადოქსი


მე ბედი დამყვა ასეთი,
ვით - მამალს ყელზე ბიბილო,
სხვისთვის წლის გადასარბენი,
ერთ დღეში გადავირბინო,

მე ბედი დამყვა ასეთი,
გინდ პირი ამოვიკემსო,
სხვისთვის წლის ამოსაკვნესი
ერთ დღეში ამოვიკვნესო,

მე ბედი დამყვა ასეთიც
(უნდა დაჯდე და იცინო)
ჩემი ნიჭი და უნარი
ვერასდროს გამოვიჩინო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი