შაორის ჯვარი
მრგვალ მინდორში-ლოკატორი, ვით დევკაცის ცალი ყური, ჩანს ენძელა ორად - ორი, ტევრში ია, გარიყული , აქ მერცხლების ყოველ დილით გნიასია და ფერხული, მიწას აზის ბეჭედივით, ჭრელი ხარის ნაფეხური. ცაზე ცურავს ღრუბლის ქულა, ოზონს გასცდა - თეთრი ტივი, ბუჩქნარებში გათანგულა, ქარი ზმუის ფაშატივით, ლექსებშიაც არის დოგმა, ჰარმონია შესაშური ბევრმა არა, იცის ზოგმა- კაი ლექსის შარიშური.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი