N-ს


ღამენათევ არემარეს
როცა დაჰკრავს სხივი მნათის,
მოდის ქალი მონარნარებს,
შავი"ლედიკურის"ჩანთით,
მოდის თანაც სიოს არხევს,
ძუ ავაზა,შხვართი ტანის,
სიო ფოთლებს გადაახევს
ჭადარს ახლად გამოტანილს,
მის უკეთეს ვერას ნახავ,
შემიყვარდა ერთი  ნახვით,
ჩამივლის და ცოცხლად მმარხავს,
ქალი ხორბლისფერი სახით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი