ახალ დაქორწინებულ აბუთიძეებს (იუმორესკა)
ამძუვნებულხართ აბუთიძენი, ეს რა ცხელება ჯანში იგრძენით, აგიწონიათ ჟამთა სიგრძენი, ასე ერთბაშათ გახდით სიძენი: 1 პირველი ნოდომ გაწყვიტა ნავსი, გადააცალა სიბერეს ხავსი, ქალს მოეკიდა ქონებით გავსილს, ნელი ცხოვრების იცეკვა ვალსი. ქალი შეირთო სახელად-მზია, მეტი რომ არ ვთქვა - ანგელოზია, მზგავსად ლამაზი ცისკარზე-მზეა, ზედ მეფურ ცერზე მიმინო ზია, 2 იგორი გარბის აქვე უყეში, ბორუა თავი გაჰყო უღელში, გამოარჩია კნაჭა მსუქნებში, აწი მოუწევს თოხნა უყებში, თავი ახსენა ტრფობის ხანამა, მით ნორჩი გული დასჭრა დანამა, ქალი შეირთო ,ქალი მანანა- ბიბილაშვილებს მწარედ ანანა. 3 როგორც შიშველი ფეხი წინდაში- ესიკო გარბის ნიკორწმინდაში, ფული ჩათვალა ხელის ციდაში, გამოათენა "მინდა-მინდაში" ფურცხვანიძეებს მოსტაცა მზია, ვით მგალობელი-სირინოზია, ენით ვერ ვიტყვი რა - სინაზეა როგორც ხოხობი გაფრენაზეა. 4 თემო დარბოდა გარე ველ-ველში, ბოლოს და ბოლოს მოხვდა ველევში, აუჩუხჩუხდა სისხლი ვენებში, გააჟრიალა ფეხის წვერებში, ითხოვა ქალი სახელად ნანა, ტურფა და ლალი კოკობისთანა, მეწველი ფური აქლემის-ტანა, გამოაყოლეს მზითევში თანა. 5 ზურიამ მყისვე მიჰბაძა ესოს, ნიკორწმინდაში უჩქარებს ფეხსო, არ დაუწყია -ისა და ესო (ზამთარია და შემცივდა დღესო) ერთი თქვა ხერხი მიყვარს მელისო, წაცუნცულება ნელის-ნელისო, რაკი აქვს ჯიში გოგოს ელისოს, აუცილებლად ტყუპი მელისო. აბუთიძე ვარ ასე მშვენისო." 6 სხვის ქორწილებში განრისხდა დათო, მაქსიმალური სიჩქარე ჩართო, რა ბრძანებაა - ნორჩები ვართო, ხატი და რჯული არა ვართ მარტო, ითხოვა ქალი,კოხტა ნათია, რაც მოხდა მოხდა...სახლი ფართეა, ღირდა რაც დათომ ღამე ათია, ნათიას ხატთან სანთლად ანთია. .......................................................... ეჰ,დედოფალნო,დია კარგია! აბუთიძეებს თუ გვივარგნია, მართალი სიტყვა ჩემი-ჩანგია, მთაში მყვირალი ირმის - ჰანგია, ვამრავლოთ გვარი,ჩამოვდგათ ტაბლა, ბოროტი თვალი ვანარცხოთ დაბლა, ფუი, ეშმაკს და შორს იყოს დაღლა, დაე ,ვიაროთ მაღლა და მაღლა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი