ხან...
ხან,გამჭირვალე შუშაბანდი ვარ, ხან,დაბინდული - პალმა რტოებით, ხანაც,სიცოცხლით სავსე დავდივარ, ხანაც,სიკვდილთან განმარტოებით, ეცილებიან ერთიმეორეს, ასეა ხშირად კიდით-კიდემდე, თვითმკვლელობისთვის ვეძებ რევოლვერს, სანამ პირველი ხელს ჩამკიდებდეს და გული ლამის-ამოვარდნაზე, სულ ორთაბრძოლის კორიანტელით, ვარ წუთისოფლის გრძელ შარაგზაზე- სიკვდილ-სიცოცხლის ორი სანთელით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი