შეგონება


რა კაცნი ჯიხვის თავებით-
თეთრზე გეტყვიან შავია,
იყუჩე ნუ ედავები,
მყისვე დაუდე ზავია,
შავს თეთრად გისახავენ და
თეთრებიც რაკი შავობენ,
იფრინონ, თეთრმა ყვავებმა,
შენ მაინც რას გიშავებენ?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი